პროტესტი პატიმართა წამების წინააღმდეგ

პატიმართა წამების წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტი გრძელდება. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელევიზიებმა 18 სექტემბერს ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი შემზარავი კადრები აჩვენეს, სადაც ნაჩვენებია როგორ ცემენ და აუპატიურებენ პატიმრებს ციხის ბადრაგები და თანამშრომლები გლდანის მე–8 საპყრობილეში. 24 სექტემბერს მომიტინგეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და შემდეგ თავდაცვის სამინისტროსკენ და ახლად გახსნილი იუსტიციის სახლისკენ დაიძრნენ.