სააკაშვილის და ივანიშვილის შეხვედრა

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნება“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. შეხვედრა, დაახლოებით, 35 წუთი გაგრძელდა, რასაც ორივე ლიდერის მხრიდან განცხადებები მოყვა.