Tbilisi Open Air 2013

5 ივნისს დინამო არენამ ყოველწლიურ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air–ს უმასპინძლა, სადაც ჰედლაინერი Deep Purple იყო; მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ electroclash ბენდი პარიზიდან Black Strobe; ინგლისური ინდი-როკ ბენდი The Subways; პროდიუსერი და მუსიკოსი Tricky; psy-trance დუეტი ისრაელიდან Infected Mushroom და ინდი როკ ჯგუფი თბილისიდან KID Jesus. ფესტივალზე ასევე უნდა გამოსულიყო ელექტრონული მუსიკის დუეტი ბერლინიდან Modeselektor, თუმცა, როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, „ტექნიკური მიზეზებისა და დაგვიანების ხარვეზების“ გამო მათ ეს ვერ შეძლებს.