ფოტოები გალის რაიონიდან
18 სექტემბერს სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ გალის რაიონის, ასევე ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონების მაცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგების შესახებ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების დასკვნა უნდა წარმოადგინოს. იმავე დღეს ცოტა ხნის წინ გაერთიანებული აფხაზური ოპოზიციის აქტივისტები სოხუმში პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავენ მოთხოვნით, რომ რეგიონის ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას აფხაზური პასპორტები ჩამოერთვათ. აფხაზეთის ხელმძღვანელობა სერიოზული არჩევანის წინაშე დგას – ან დაემორჩილოს ოპოზიციის მოთხოვნას, ან საპირისპირო მიდგომას მიემხროს, რაც აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე მათ შემდგომ იზოლაციას. 2011 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებით, აფხაზეთში 46 000–ზე მეტი ეთნიკური ქართველია. ქვემოთ მოცემული ფოტოები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას ასახავს და რადიო თავისუფლების რუსულენოვანი „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის ოლესია ვართანიანის მიერ 2012 წლის აგვისტოსა და 2013 წლის აგვისტოში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს.