თბილისი საპრეზიდენტო არჩევნების წინ

საპრეზიდენტო კანდიდატების ბილბორდები და პლაკატები მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მკაფიო მანიშნებელია. დედაქალაქის ქუჩებში დომინირებს სამი ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატის – ქართული ოცნებიდან გიორგი მარგველაშვილის, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის და ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაქრაძის ბილბორდები და პლაკატები.