აშშ–საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები

11–25 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორკვირიანი ერთობლივი ქართულ–ამერიკული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ ტარდება. წვრთნებში, რომლის მიზანიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან თავსებადობის ამაღლებაა, 600–მდე ჯარისკაცი მონაწილეობს ორივე მხრიდან. წვრთნები მოიცავს კომბინირებულ სადესანტო ოპერაციას, თეორიულ სწავლებას, საველე წვრთნებს და საბრძოლო სროლებს.