აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

2013 წლიდან ყოველ წელს, 2 ივნისს თბილისში და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციები იმართება. საქართველოს კანონმდებლობით, მცირე რაოდენობის მარიხუანას შენახვა პირადი მოხმარებისთვის, მისი გაყიდვის გარეშე, ადმინისტრაციული დანაშაულია და 500 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით  1 წლამდე პატიმრობით ისჯება. ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, მარიხუანას შენახვა და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება, თუმცა ადმინისტრაციული წესით 100 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.