ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 აპრილს გენადი გაგულია რეგიონის 12-წევრიანი მთავრობის ხელმძღვანელად დანიშნა. მან ამ პოსტზე ბესლან ბარციცი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2016 წლის აგვისტოდან ეკავა.
დღეს მთავრობისთვის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ცვლილება „სამუშაო პროცესის“ ნაწილია. „მთავრობა განაგრძობს მუშაობას და ის საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა მან.
გენადი გაგულიას 2005 წლიდან რეგიონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. მას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა – 1995-1997 და 2002-2003 წლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)