საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ
10 მაისს, სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ, განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ამავე ინფორმაციით, კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა და ის საქართველოში მოიწვია. „მხარებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე იმსჯელეს“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს შეესაბამებოდეს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)