თბილისში ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებიც პოლიციის მიერ დედაქალაქის ღამის კლუბებში ჩატარებულ რეიდებს აპროტესტებენ, ნაციონალისტური ჯგუფები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა მხრიდანაც ძალადობრივი მოწოდებები ისმის, უიარაღო პოლიციამ მეორე აქციის ადგილიდან სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრში შეაჩერა.
ვიდეოებიდან ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულ პოლიციის კორდონს დამატებითი ძალა შეუერთდა. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)