ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ოთხი სამხედრო ხომალდი ოთხდღიანი ვიზიტით ფოთის პორტს სტუმრობს.
საზღვაო შენაერთს, რომელშიც ბრიტანული საფლაგმანო ხომალდი HMS Duncan, თურქული TCG Gemlik, ბულგარული BGS Drazki და რუმინული ROS Regele Ferdinand შედის, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის მეთაური მაიკ უტლი ხელმძღვანელობს.
სამხედრო ხომალდები ფოთის პორტში 18 მაისამდე დარჩებიან, ხოლო მათი ეკიპაჟები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვებიან. წვრთნების მიზანი საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა.
სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა თემურ კეკელიძემ 14 მაისს განაცხადა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე მტკიცედ დგას და ალიანსთან თანამსშორმლობას აქტიურად ავითარებს, რასაც ნატოს ხომალდების ვიზიტიც ადასტურებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)