საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულების სასჯელი გამოაცხადა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს კი 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.
სასამართლოში სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა, სადაც დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, ერთ-ერთ ბრალდებულს სასჯელის სახედ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, მას სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა.
მეორე ბრალდებულს კი წინასწარი შეცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის სასჯელის ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა მასაც იმავე კოდექსის მიხედვით, სასჯელი ¼ –ით შეუმცირდა.
საქალაქო სასმაართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვისა და ბრალდების მხარეები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)