აქცია პარლამენტთან შაბათს, საღამოს 6 საათზე განახლდება
პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. თუმცა, აქციის ორგანიზატორები კვლავ ადგილზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ. უცვლელია მათი მოთხოვნებიც. ისინი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის წევრების გადადგომას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის ზაზა სარალიძესთან ერთად, დღესაც პარლამენტის შენობასთან დარჩება და ისინი ღამეს კარავში გაათენებენ, აქციას კი შაბათს, საღამოს 6 საათზე განაახლებენ.
ამ დროისთვის პარლამენტთან რჩება დემონსტრანტთა მცირე ნაწილიც. გრძელდება სიტყვით გამოსვლებიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)