ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33 კაციანი სია ცნობილია
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი 33 მსჯავრდებული და ბრალდებული პირის ვინაობა ცნობილია. სიის დამტკიცების შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
1991 წლიდან დღემდე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენაში ძირითადად სამხედრო პირები არიან მხილებულები. ამასთან, სიაში მოხვედრილი დანაშაულების ძირითადი ნაწილი გალის რაიონზე მოდის.
ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33 კაციანი სია ასე გამოიყურება:
ცხინვალის რეგიონი
- დავით გურწიევი – 2018 წელს ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის წამებაში დახმარებისთვის ბრალდებული;
- ალიკ ტაბოევი – 2018 წელს ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის წამებაში დახმარებისთვის ბრალდებული;
- ლევ ბიჩენოვი – 1999 წელს სოფელ აძვიდან ელზა ბალამწარიშვილის მოტაცებაში, ასევე მისი მამის ვლადიმერ ბალამწარიშვილისთვის სხეულის დაზიანებაში და ერთი პოლიციელისთვის – ვ. ჩალაურისთვის სხეულის მძიმე დაზიანებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარებაში ბრალდებული – ძებნილი;
- გია თუაევი – 1992 წელს სოფელ არგვისიდან ბაგრატ მარიამიძის მოტაცებაში და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებული – ძებნილი;
- ფისო ვაზაგოვი – 1992 სოფელი არგვისიდან ბაგრატ მარიამიძის მოტაცებაში და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებული – ძებნილი;
- თამაზ ბესტაევი – 2006 წელს სოფელ მუგუთთან შურისძიების მოტივით, ჯ. დურგლიშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული – ძებნილი;
- რამჩიკ ფუხაევი – 2008 წელს წელს სოფელ ატოციდან სპარტაკ ლიჩელისა და ვლადიმერ გიორგაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მსჯავრდებული – ძებნილი;
- არკადი ძერანოვი – 2007 წელს სოფელ წნელისიდან როსტომ ნოზაძისა და ვასილ გელაშვილის მოტაცებაში მსჯავრდებული – ძებნილი;
- ზურაბ დუდაევი – 1991 წელს ცხინვალის რეგიონში ერედვი-ვანათის მაგისტრალზე დინორი ხადურის განზრახ მკვლელობაში, მერაბ და გიორგი ჯინიყაშვილებისა და გურამ ვალიევის მოტაცებაში ან თავისუფლების სხვაგვარად აღკვეთაში ბრალდებული – ძებნილი.
აფხაზეთი
- რაშიდ კანჯი-ოღლი – 2016 წელს ზუგდიდის რაიონის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული და ინტერპოლით ძებნილი;
- სლავიკ ბადია – 2001 წელს გალის რაიონის სოფელ ოტობაიასთან ზაზა ტაბაღუასა და ლაშა ყოლბაიას დაყაჩაღებასა და მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული – ძებნილი;
- რაულ კორტავა (გარდაიცვალა 2018 წლის 12 თებერვალი) – 1992-1993 წლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში სამშობლოს ღალატის, ბანდიტიზმის, ადამიანთა გატაცებისთვის, მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მძევლად ხელში ჩაგდების, მკვლელობებისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისთვის, ბრალდებული – ძებნილი;
- ზაურ ჭითანავა – 1997 წელს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრის ნანი ძიგუას, მზია ჭითანავასა და სხა პირების განზრახ მკვლელობის მცდელობაში და დემიკო ძიგუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- ციბრონა (ეკა) ახალაია – 1998 წელს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში ჩადენილი ყაჩაღობისა და ბანდიტიზმში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ვალიკო ღურჯიას, ლილი კორტავა-ბულისკირიას, ბორის მეფორიას და ზურაბ ალფენიძეს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- ოთარ ტურნანბა (გარდაიცვალა 2006 წლის 25 დეკემბერს) – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე რაულ მინაევის გატაცებაში და დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე განჩხი მინაევის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- ალიკა წაბრია – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე რაულ მინაევის გატაცებაში და დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე განჩხი მინაევის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- რუსლან ჯოპუა – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე თენგიზ ღვინჯილიასა და ძმები მამუკა და ნუგზარ ბარქაიების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- როზა მირცხულავა – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე თენგიზ ღვინჯილიასა და ძმები მამუკა და ნუგზარ ბარქაიების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- დიმიტრი არშბა – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე თენგიზ ღვინჯილიასა და ძმები მამუკა და ნუგზარ ბარქაიების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- ვლადიმერ გუნია – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე თენგიზ ღვინჯილიასა და ძმები მამუკა და ნუგზარ ბარქაიების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- ალხაზ მირცხულავა – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე თენგიზ ღვინჯილიასა და ძმები მამუკა და ნუგზარ ბარქაიების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- გია ტუჟბა – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე თენგიზ ღვინჯილიასა და ძმები მამუკა და ნუგზარ ბარქაიების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- გენრიხ ჭანბა – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში, დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ნუგზარ დავითაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- ვლადიმერ ანუა – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე დონარი და რუდინი ფარეიშვილის, ასევე რაულ გოგოხიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა – 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ზაურ უბილავას, ღუდა ძანძავასა და ოთარ წულაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;
- გენადი აშხაცავა – 1999, 2000, 2001 და 2004 წლებში ზუგდიდსა და გალის რაიონში 12 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებული – ძებნილი;
- გელა ვანაჩა – 1999, 2000, 2001 და 2004 წლებში ზუგდიდსა და გალის რაიონში12 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებული – ძებნილი;
- ოთარ ფალავანძია – 1993 წელს სოხუმში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას ტყვედ აყვანისა და მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი;
- ოლეგ პაპასკირი – 1993 წელს სოხუმში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას ტყვედ აყვანისა და მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი;
- აფრიკან ბგანბა – 2001 წელს გაგრაში საქართველოს მოქალაქის ლევან მამასახლისის თავისუფლების აღკვეთისა და მის მიმართ ძალადობისთვის ინტერპოლით ძებნილი;
- ვახტანგ უბირია -2001 წელს გაგრაში საქართველოს მოქალაქის ლევან მამასახლისის თავისუფლების აღკვეთისა და მის მიმართ ძალადობისთვის ინტერპოლით ძებნილი;
- ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი (გარდაიცვალა 2011 წლის 8 თებერვალს) – 2001 წელს გაგრაში საქართველოს მოქალაქის ლევან მამასახლისის თავისუფლების აღკვეთისა და მის მიმართ ძალადობისთვის ინტერპოლით ძებნილი;
- შურიკ კოკოსკერია – 1996-1998 წლებში გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ბადიტიზმში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-გადაზიდვაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე თამარა შელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი.
პოლიტიკური შეფასებები
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას საპარლამენტო უმცირესობა გამოეხმაურა. სერგი კაპანაძის თქმით, „სამწუხაროდ ამ სიაში არ არიან შეყვანილი ФСБ-ს, ადგილზე არსებული ГРУ-ს და ზოგადად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებლები არა მარტო ამ დანაშაულების ჩადენაზე, არამედ დამნაშავეების ხელის დაფარებაზე“.
კაპანაძის თქით, „ამ სიაში, სამწუხაროდ, არიან შეყვანილი ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები“, რაც მისი შეფასებით, ხელისფლების მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
33 კაციანი სია შეაფასა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც. რომან გოცირიძის თქმით, „ჩვენ გარდაცვლილ ადამიანებს უცხოეთში შესვლას ვუკრძალავთ და სანქციების დაწესებას ვითხოვთ მათ მიმართ“. მანვე ხელისუფლებას სიის დახვეწისკენ და მასში რეალური დამნაშავეების შეყვანისკენ მოუწოდა.
ოპოზიციის კრიტიკას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უპასუხა და განმარტა, რომ 33 კაციანი სია აუცილებლად დაიხვეწება და გაფართოვდება და მასში მოხვდებიან არა მარტო შემსრულებლები, არამედ „ის ადამიანებიც, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს“. სიაში „ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, – დასიძნა პრემიერმა.
მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით მომზადდა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინდელ ბრიფინგზე, ახალი მთავრობის პირველ სხდომამდე ცოტა ხნით ადრე წარადგინა. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტკიცების შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება საქართველოს პარლამენტს გუშინვე გადაეგზავნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)