სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწამვლის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაქცევის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი 2 ივლისს „ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში“ მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იდენტიფიცირებულია როგორც დიმიტრი ბ. დამატებითი დეტალები ინციდენტის შესახებ არ ხმაურდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა გიორგი გოგლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დილის 10 საათზე „აეროფლოტის კუთვნილ ოფისში იდგა უსიამოვნო სუნი“.

„ჩვენ გავაკეთეთ რეაგირება, გავუშვით ტექნიკური ჯგუფი, ასევე შევატყობინეთ შსს-ს“, – განაცხადა გოგლიძემ.

მედიის ინფორმაციით, მოწამლული შვიდივე პირი აეროპორტის თანამშრომელია. ისინი მსუბუქი მოწამვლის ნიშნებით, მათ შორის, თავბრუსხვევით და გულისრევით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს თვალების გაღიაზიანება აღენიშნებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)