ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის 27 აგვისტოს განკარგულებაში. პატარაძე ელჩის უფლებამოსილების შესრულებას 29 აგვისტოდან შეუდგება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)