თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დეპარტამენტის ორი ახალი დირექტორი დანიშნა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გაგა კირკიტაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ახალი დირექტორის ჰყავს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტსაც. ამ თანამდებობაზე ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა. მანამდე ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)