საქართველო და უკრაინა ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ
უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთში საზღვრის გადალახვას ID ბარათების მეშვეობით შეძლებენ.
შესაბამის შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა, მამუკა ბახტაძემ და ვოლოდიმირ გროისმანმა კიშინეუში, სუამის სამიტის ფარგლებში ხელი დღეს მოაწერეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული გახდეს“.
„თანამშრომლობის გაძლიერება არ გულისხმობს მხოლოდ ეკონომურ გადაწყვეტილებებს, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობებსაც“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ანალოგიური რეგულაცია მხოლოდ თურქეთთან აქვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)