ცესკო: დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.26 %-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღის 10 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 255 251 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 7.26 %-ია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 6.15 % იყო.
ცესკოს განმარტებით, დილის 10 საათისთვის, თბილისის მასშტაბით, ყველაზე მაღალი აქტივობა 8.4 % გლდანისა და სამგორის ოლქებში დაფიქსირდა, 6.9 %-ით მას ვაკისა და კრწანისის ოლქები მოსდევს.
რაც შეეხება რეგიონებს, აქ ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა – 8.9 % მცხეთასა და ხელვაჩაურში იყო, ყველაზე დაბალი კი – 3.8 % წალკაში.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი, რომელსაც შესაბამის კომისიები კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ.
მეორე ტურისთვის ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)