ცესკო: 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 19.6 %-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუადღის 12 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 688 551 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 19.6 %-ია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 15.95 % (558 755 ამომრჩეველი) იყო.
ცესკოს ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა – 19.4 % სამგორისა და გლდანის ოლქებში დაფიქსირდა, მათ 17.1 %-ით კრწანისისა და ისნის ოლქები მოსდევს. რაც შეეხება რეგიონებს, ამომრჩევლის ყველა მაღალი აქტივობა – 24.9 % ხარაგაულში იყო, ყველზაე დაბალი კი – 12. % წალკაში.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა.
მეორე ტურისთვის ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)