ცესკო: 3 საათისთვის ამორჩევლის აქტივობა 38.8 % იყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 363 493 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 38.8 %-ია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 30.98 % (1 085 730 ამომრჩეველი) იყო.
ცესკოს ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 40.2-40.1 % ვაკისა და დიდუბის ოლქებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი – 33.4 % კი, ისანში.
რაც შეეხება რეგიონებს, აქ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა – 50.1 % ამბროლაურში იყო, ყველაზე დაბალი – 30.3 % კი, წალკაში.
მეორე ტურისთვის ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)