აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ზურაბიშვილს სტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 10 დეკემბერს ახლადარჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა და ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ პომპეომ და ზურაბიშვილმა „განიხილეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის საქმეში“.
ზურაბიშვილის პრესსამსახურმა სატელეფონო საუბრიდან მალევე მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)