უსაფრთხოების სამსახურის ხუთ რეგიონულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 იანვარს ხუთი რეგიონული სამსახურის ახალი ხელმძღვანელები დანიშნა.
ახალი ხელმძღვანელები კახეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში დაინიშნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ახალი დანიშვნები იმ რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა, რომლის თაობაზეც სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ადრე განაცხადა.
უსაფრთხოების სამსახურში ახალი დანიშვნების სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)