ახტალის დამსვენებლები გურჯაანელებს „ძარცვასა“ და ცუდ მომსახურებაში ადანაშაულებენ
„სახალხო საქმე“, N299, 6 აგვისტო, 1918
ქათამი რომ წყალს დალევს, ღმერთს შეხედავსო – ნათქვამია და ახტალის მოიჯარადრებს აგრეთვე კოტეხის და გურჯაანის მცხოვრებლებს ეს დავიწყებიათ ისე უღმერთოდ სძარცვავენ ახტალაზე მოსულ ავადმყოფებს. თითო თბილისი ვანათის ქვეშ (დაფაცხავებული ფანჩატური აქ) 6-10 მან, ოთახი 300-400 მან. თვეში სანოვაგეც ესევე ძვირი, რა ქნას საწყალმა ხალხმა? ურჩევ არ მოვიდნენ თუ ჯიბეში ერთი ასი თუმან არ უდევთ. მაკვირვებს ექიმების და აქაური ხალხის გულგრილობა ახტალის მოწყობაში, დღეში უკანასკნელი 600-700 მან. შემოდის, მოწყობილი რომ იყოს და იაფობა ერთი ათად მეტი შემოვა, ნუ თუ მესამედი ვეღარ გადადვეს უბრალო ოთახების მოსაწყობად თბილი ვანებისათვის ან ისე საბანაოთ; მაგრამ, სჩანს, ეზარებათ მუშავობა, ფულს ისეც ხომ იღებენ.. ავად-მყოფებმა ახტალის შესახებ განცხადება მისცეს გურჯაანის კომიტეტს.