საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა
საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის 13 თებერვალს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეთანხმების მიზანი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობაა.
„შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)