საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა, წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით გაიზარდა და 826.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.2 %-ით გაიზარდა და 238.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის მოცულობა 1.1 %-ით შემცირდა და 588 მილიონი აშშდოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი, 349.2 მილიონი აშშ დოლარი იყო.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 %–ით შემცირდა და 199.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა ევროკავშირში 59.7 მილიონი აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%–იანი კლებაა, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 6.4 %-ით შემცირდა და 139.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, დსთ–სთან ვაჭრობა 2.6 %–ით შემცირდა და 294.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 55.2 %–ით გაიზარდა და 125.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ის ქვეყნებიდან 23.8 %–ით შემცირდა და 168.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


2019 წლის იანვარის მონაცემებით, თურქეთი 112 მილიონ აშშ დოლარიანი ბრუნვით კვლავ საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი და რუმინეთი 97.6 მილიონი, 88.1 მილიონი, 77.3 მილიონი და 45.2 მილიონი დოლარით.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან 38.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის სომხეთი – 37.1 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 36.8 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 27.9 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 20.5 მილიონი აშშ დოლარი.

ექსპორტის კუთხით, რუსეთი 39.2 მილიონი აშშ დოლარით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, რუმინეთი, თურქეთი და სომხეთი 34.5 მილიონი, 28.1 მილიონი, 21.3 მილიონი და 17.3 მილიონი აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით, 90.7 მილიონი, 74.4 მილიონი, 63.2 მილიონი, 48.9 მილიონი და 31.8 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და აშშ ლიდერობენ.

2019 წლის იანვარში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 42.5 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო. შემდეგ მოდის ავტომობილების რეექსპორტი – 26.2 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 18.2 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 15.8 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 15.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 12.7 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 8.9 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 7.8 მლნ აშშ დოლარი; არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები –6.6 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 6.3 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 78 მლნ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 46.1 მილიონი აშშ დოლარით საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 43.7 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 33.5 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 32.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 16.4 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენოქსელებისთვის – 13.5 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 11.7 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 9 მლნ აშშ დოლარი; ორთქლის ტურბინები – 8.3 მლნ აშშ დოლარი; რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები – 8.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 364.7 მილიონი აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)