საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-თებერვალში

„საქსტატის“ მიერ 19 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ორ თვეში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.6 %-ით გაიზარდა და 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2 %-ით გაიზარდა და 505 მილიონი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 0.1 %-ით გაიზარდა და 1.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი, 729.8მილიონი აშშ დოლარი იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 6.3 %-ით შემცირდა და 422.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 118.2 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.7 %-ით ნაკლებია. ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი 4.5 %-ით შემცირდა და 304.2 მლნ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 2.8 %-ით გაიზარდა და 627.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 45.7 %-ით გაიზარდა და 254.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.4 %-ით შემცირდა და 372.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, 233.6 მლნ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და სომხეთი 203.6 მლნ, 184.4 მლნ, 163.4 მლნ და 86.7 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: უკრაინა – 81.7 მილიონი აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 81.1 მილიონი აშშ დოლარით; გერმანია – 65.5 მილიონი აშშ დოლარით, რუმინეთი – 61.1 მილიონი აშშ დოლარით; ბულგარეთი – 52.5 მილიონი აშშ დოლარით.

81.3 მილიონი აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი 58.4 მლნ, 39.6 მლნ, 38.8 მლნ და 37.9 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და აშშ 194 მლნ, 142 მლნ, 126 მლნ, 122.3 მლნ და 61.6 მლნ აშშ დოლარით.

2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 78.3 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 56.1 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 51.2 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 33.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 28.5 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 23.7 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 18.4 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 17.9 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 17.6 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 11 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 168.8 მლნ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 101.2 მილიონი აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: ნავთობის აირები – 88.7 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 71.9 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 67.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 56.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 23.9 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 15.6 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 15.5 მლნ აშშ დოლარი; საბურავები – 14.2 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტები – 13.5 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 766.4 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)