1919: სტამბოლის დეზინფორმაცია: ქართველები აფხაზეთს სასტიკად აწიოკებენ
რედაქციისაგან: ქართული პრესა იუწყებოდა, რომ 1919 წლის 17 მარტს სოხუმში შეიკრიბა აფხაზეთის ეროვნული საბჭო, არჩეული აფხაზეთის მოსახლეობის მიერ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და პროპორციული არჩევნებით. აფხაზეთის წარმომადგენლობითმა ორგანომ საქართველოს დამფუძნებელ კრებას განუცხადა: აფხაზეთის ხალხმა გადაწყვიტა, დარჩეს საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში, ავტონომიური მთავრობის შენარჩუნების უფლებით. ავტონომიური მოწყობის საფუძვლები შემუშავდება საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ აფხაზეთის ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით .
სწორედ ამ ვითარებაში, გაზეთი საქართველო მკითხველის ყურადღებას ამახვილებს ოსმალეთის პრესაში გავრცელებულ სკანდალურ სტატიაზე.
გაზეთი „საქართველო“, N73, 1919 წლის 2 აპრილი
აფხაზეთი და საქართველო
„აზერბაიჯანში“ სტამბოლურ გაზეთ „კაეტიდან“ გადმობეჭდილია წერილი აფხაზეთზე, რომელიც საზიზღარ ცილისწამებას შეიცავს საქართველოზე.
„მივაქცევთ სრულიად კაცობრიობის ყურადღებას იმ ტირილსა და კვნესაზე, რომელიც ასე მწარედ ისმის დღეს აფხაზეთში, იმ საშინელებათა გამო, რომელიც ჰხდება იქ, თანახმად უკანასკნელ ცნობებისა.
ქართველებმა, მიუხედავად იმისა, რო მათ არა აქვთ არც ისტორიული უფლებები ამისა, ძალით ჩაიგდეს ხელში აფხაზეთი და გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს ბნელი წარსულის მატარებელი, სისხლის მსმელი … კომისრად კი კარტუჩია, რომლის მსხვერპლთა სისხლიც არ შემხმარა. ამ გუბერნატორ კომისარმა ისეთი საშინელი [ამბავი] დააწიეს აქაურ მოსახლეობას, რასაც არ ჰქონია ადგილი თვით საშიშ საუკუნოებშიც. იმ დროს, როცა სამართლიანობის საფუძველზე ერთა უფლებები[ს] უზრუნველყოფა ჰხდება, ევროპის თვალთა ხედვის წინაშე იმუქრება ესრედ კეთილშობილი ხალხი., რომელიც ცდილობს დამოუკიდებლობის დამკვიდრებას. როგორ წარსდგება განათლებულ კაცობრიობის წარმომადგენელთა წინაშე სამართლიანი საქმენი საქართველოს მმართველთა?
ალბად მათ არ ეყოთ შარშან გერმანელებთან ერთად გამართული ხოცვა-ჟლეტა, რომ ეხლა თავიდან …[…]თელ არმიის წყალობით ცეცხლითა და მახვილით ანადგურებენ აფ[ხაზებს].
მოკლულთა შორის არიან … და პოლკ. შარვაშიძე. უბედური აფხაზები, რომელთაც დღემდე შეინარჩუნეს ხალხოსნობა და რომელთაც ვერა დააკლო რა თვით …თის დევნამაც, იღუპებიან დღეს სამუდამოდ.
აფხაზთა დარბეულ სოფლებში დაძრწიან ქარველი აგენტები, როომელნიც ძალით აწერინებენ მათ ხელს ქვეშევრდომობაზე.
ამრიგად, ქართველებს ჰსურთ თავისი ძალადობა დააკანონონ კონფერენციის წინაშეც. მაგრამ ამაზე ამაო იმედი უნდა ჰქონდეთ.
მოკავშირეთა ფლოტის მოსვლამ შავ ზღვაზე ნათელ მომავლის იმედი დაუსახა აფხაზებს.
სამაგიეროდ მათ მიერ თავისუფლების მოსაპოებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა სასურველი შედეგი ვერ… ტანეს და პირიქით უფრო … ქართველების რეპრესიების სიველურე.
მდიდარი და მშვენიერი აფხაზეთი, რომელმაც საშინელი მადა … საქართველოს, დღეს აცრემლებული დარდის არეს წარმოადგენს.
სიამოვნებით უნდა აღვნიშოთ, რომ ჩვენი ტანჯვა წამება მხოლოდ სომხებმა შეისმინეს, მხოლოდ მათ აღიმაღლეს ხმა და აფხაზეთის … მიენდო ამ კეთილშობილურ …
სკვდილისაგან გადარჩენილ.. ბავშვთა და მოხუცთა … მოკავშირეები, რომელთა მიზანია დაცვა უფლებისა და მცირე ხალხთა ინტერესებისა. მათი პროტესტი. ამ ველურობის წინააღმდეგ ბოლოს მოუღებს აფხაზეთში მომხდარ უწესრიგობას და სამწუხარო ამბებს, რის გაგრძელებასაც ეჭვს გამოიწვევს ადამიანურ სამართლის არსებობაში.