მამუკა ბახტაძე ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 19 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოკლედ ისაუბრა.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქობულია „ძლიერი ეკონომისტი და პროფესიონალი ანალიტიკოსია“, რომელმაც საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი სტრატეგიები შექმნა, რომელიც მომავალში გამოგვადგება“.
თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს“.
ბახტაძემ მედიის ინფორმაცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომ თითქოს ქობულიამ პოსტი პრემიერ-მინისტრთან უთანხმოების გამო დატოვა. მისი თქმით, ისინი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეხვდნენ ერთმანეთს და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა.
პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნათია თურნავა კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის სერიოზული გამოცდილების მქონე მაღალი დონის პროფესიონალია, რომელიც მისივე რწმენით, „წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“. ბახტაძის თქმით, ეკონომიკის ახალ მინისტრს „აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში“.
კითხვაზე განხორციელდება, თუ რა რაიმე საკადრო ცვლილებები ახლო მომავალში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე, არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება“.
ამ გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძის მთავრობა ეფექტიანად მუშაობს, თუმცა „იქ შეიძლება რომელიღაც მინისტრთან იყოს პატარა კითხვები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)