საქართველოს ხელმძღვანელობა ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ვოლოდიმირ ზელენსკის 21 აპრილს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცეს.
„ვულოცავ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას, ხოლო უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე. „მოუთმენლად ველი ახალ პრეზიდენტთან მუშაობას და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას“, – დასძინა მან.
ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება Twitter-ზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც მიულოცა. „საქართველო უკრაინასთან დგას მის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებაში“, – წერს საქართველოს პრემიერი.
უკრაინის უკვე ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და მსახიობ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა, სადაც ზელენსკიმ ხმების დიდი უმრავლესობა – 73% მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)