ცესკო: 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 16.7%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 67 217-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთო ამომრჩევლების 16.7%-ია.
მუნიციპალიტეტების მერების არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობით – 20.1%-ით ზუგდიდი გამოირჩევა, ყველაზე ცოტა ამომრჩეველი – 14% კი – მარნეულში მივიდა.
საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 35.7% საგარეჯოშია, ყველაზე დაბალი – 17.7% ტყიბულში.
საარჩევნო ოლქებს შორის ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ თბილისის #1 მაჟორიტარულ ოლქშია. 12 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის მხოლოდ 10%-მა მიიღო.
არჩევნებისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 402 019-ია და მათთვის ჯამში 410 უბანია გახსნილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)