საია: ხმის მიცემის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის“ (საია) შეფასებით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. აღნიშნულ განცხადებას ორგანიზაცია 20:00 საათისთვის მისი დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საია-ში, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 22 საარჩევნო უბანზე 50 დამკვირვებელი ჰყავდა, აცხადებენ, რომ დაძაბული გარემო ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდა, რა დროსაც, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის რამდენიმე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ორგანიზაცია-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ფონზე, შემაშფოთებელია ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ „ბოლომდე უნდა ვიყოთ შეტევაზე“.
საიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მდებარე საარჩევნო უბნებზე პარტიული აქტივისტებისა და მხარდამჭერების მობილიზება შეინიშნებოდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას საფრთხეს უქმნიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)