დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისია „ვაკის“ განვითარების კონცეფციას ამზადებს

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 9 ოქტომბერი, №227.

           დამფუძნებელ კრების ხელოვნების კომისიამ მიიღო მხედველობაში, რომ ტფილის გარეთ მდებარე ადგილი „ვაკე“, სადაც წელს გადახდილ იქნა დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის ერთი წლის თავის აღსანიშნავად, წარმოადგენს შესანიშნავ ალაგს მასიური დღესასწაუვლისათვის. დაადგინა, რომ მომავალი წლის 26 მაისისთვის ეს ადგილი ინჟინერ სპეციალისტთა დახმარებით შეკეთებულ იქნას (დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორია, რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) ხელოვნურად ფართო სტადიონად საბერძნეთის თეატრივით. მკითხველ საზოგადოებას მოეხსენება, რომ „ვაკე“ დაცემულია ორ დიდ გორაკს შუა. მომავალი წლისთვის გორაკების ფერდობებზე მოწყობილი იქნება დასაჯდომი ადგილები. თვით ვაკე ადგილი ძირს იქნება გაწმენდილი და მოკირწყლული. ერთი სიტყვით ეს ალაგი იქნება ნამდვილ თეატრათ წმინდა ჰაერზე, სადაც მოთავსდება 100 ათასზე მეტი მსმენელ-მაყურებელი.

ამისათვის ხელოვნების კომისიამ წინადადება მისცა ქალაქის გამგეობას გადასცეს კომისიას განკარგულებაში სპეციალისტები, ინჟინრები და ხუროთმოძღვარნი, რათა შეადგინონ მათ გეგმა სტადიონის მოწყობისა „ვაკეზე“. დაინიშნება კონკურსი საუკეთესო პროექტზე, არჩეულია კომისია, რომელიც ამ დღეებში შეუდგება მუშაობას.