სსფ-ის მმართველმა დირექტორმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორო კრისტინ ლაგარდი 19-21 მაისს საქართველოს პირველად ესტუმრა. ორშაბათს იგი პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა და საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე იმსჯელა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინზე, ლაგარდი მიესალმა საქართველოს მთავრობის ერთგულებას განხორციელებული რეფორმების მიმართ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის.
„ეს არის მუდმივი ბრძოლა, ეს არის მუდმივი ძალისხმევა ხალხის საკეთილდღეოდ, რათა მიღწეულ იქნას სტაბილურობა საზოგადოებაში და პროგრესი მათი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ლაგარდმა და ხაზი გაუსვა, რომ სსფ მზადაა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს.
მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება სტაბილურობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ან ინკლუზიურ ზრდას, „აქ რაიმე დამამთავრებელი ხაზი არ არსებობს“ და რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარება, რეფორმების კურსის მკაფიო ნიშანი იქნება.
20 მაისს ლაგარდმა სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს „ახალ ამბიციურ რეფორმებზე“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ახლა ქვეყნის გრძელვადიანი მიზანი „ევროპის ცხოვრების დონესთან გათანაბრებაა“.
ვიზიტის ფარგლებში, კრისტინ ლაგარდი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ქალ მეწარმეებს და ბიზნეს კომპანიების ხელმძღვალებსაც შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)