იტალიის მისიის წარმომადგენელნი ქუთაისში
გაზ. „ჩვენი ქვეყანა“, 1919 წლის 28 მაისი, N96.
25 მაისს, დილით ქუთაისში ჩამოვიდენ იტალიის მისიის წარმომადგენელნი. სადგურზე მათ შეხვდენ ქუთაისის ქალაქის გამგეობის წარმომადგენელნი, სადგურიდან იტალიელები მოწვეულნი იქნენ ქალაქის გამგეობის დარბაზში. დასვენების შემდეგ წავიდენ სხვადასხვა საყურადღებო დაწესებულებების სანახავათ. დაათვალიერეს მუზეუმი, სამეურნეო სასწავლებელი, და ბაგრატის ტაძრის ნანგრევები. უკანასკნელის ნახვით მისიის წარმომადგენელნი მეტად ნასიამოვნები და განცვიფრებულნი დარჩენ.
საღამოთი ქალაქის გამგეობამ საზოგადო საკრებულოში მათ გაუმართა სადილი, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებისა და პრესის წარმომადგენელნი.
სადილზე სხვათა შორის თავიანთ სიტყვაში აღნიშნეს, რომ ისინი არიან აქ ჩამოსულნი მხოლოდ ადგილობრივ ვაჭრობის და მადნეულობის გასაცნობათ.
აგრეთვე აღნიშნეს, რომ კვირეში ერთხელ იტალიიდან ფოთის ნავთსადგურში ყოველთვის მოვა ერთი გემი სხვადასხვა საქონლით. შემოტანილი იქნება აგრეთვე კანადიდან დიდძალი პურის ფქვილი.
25 მაისს ხსნებული მისიის წარმომადგენელნი წავიდენ ტყიბულში, იქიდან წავლენ ჭიათურაში, მადნების დასათვალიერებლათ.