საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო. დღეს, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის ჯამში 31-ვე უბანი დროულად, ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა. საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობა კი – 43 909-ია. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად კი, აკრედიტაცია 45 მედიაორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა გაიარა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო უბნებზე დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელია რეგისტრირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)