საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საკუთარი ბონების გამოშვებას იწყებს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 20 ივლისი.
დამფუძნებელმა კრებამ 11 ივლისის სხდომაზე მიიღო დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ფულის ფულის ნიშნების შემოღების შესახებ:
- ნება მიეცეს საქართველოს მთავრობას გამოსცეს საქართველოს რესპუბლიკის ბონი სამასი მილიონი მანეთისა
- საქართველოს რესპუბლიკის ბონი გამოიცეს დროებით, ვიდრე შემოღებულ იქნებოდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთარი ფული, რომლიც საშუალებით ბონი გამოყიდულ უნდა იქნეს.
- საქართველოს რესპუბლიკის ბონი უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის მთელი ქონებით.
- საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში საქართველოს ბონის მიღება სავალდებულოა რუსეთის ფულის ნიშნებისა და ამიერ-კავკასიის კომისარიატის ბონის თანაბრად.
- საქართველოს რესპუბლიკის ბონი გამოიცეს ერთის, სამის, ხუთის, ათის, ოცდახუთის, ორმოცდაათის, ასის და ხუთას მანეთის კუპიურებისა.
- საქართველოს რესპუბლიკის ბონი დამზადებული უნდა იქნეს ფინანსთა მინისტრის განკარგულებით და გადაეცეს თფილისის ხაზინას შესანახად და ხმარებისათვის გასაშვებად.
- საქართველოს რესპუბლიკის ბონი, რომელსაც აკლია ერთი მესამედი ან ერთ-ერთი ხელმონაწერი ან ნუმერი უვარგისად ჩაითვლება და არ მიიღება.
- ყალბი ბონის დამზადებისა ან გასაღებისათვის დამნაშავე დაისჯება სისხლის სამართლის წესით.
- დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ნოე ჟორდანია