სტამბოლში ქართველი სპეკულიანტები დააკავეს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 3 აგვისტო, N171.
საგარ. საქმეთა სამინისტრო: ქართველი სპეკულიანტების შეპყრობა სტამბოლში
გარეშე საქმეთა სამინისტროს კანცელარია ამით აცხადებს, რომ მის მიერ მიღებულ ცნობებით კონსტანტინეპოლში შეუპყრიათ: 1. ივანე იაკობაშვილი, 2. სიმონ ხახანაშვილი, 3. ალექსანდრე ჟღენტი, 4. ისაკ კაკიტელაშვილი, 5. გაბრიელ კაკიტელაშვილი, 6. დავით ჭიჭინაძე, 7. აბრამ კაკულაშვილი და 8. სამსონ ფიჩხაძე. მათ ბრალათ ედებათ ფულით სპეკულიანტობა.
კანცელარია სთხოვს ყველას, ვინ ჩამოთვლილ პირთ იცნობს, მიაწოდოს მას დაპატიმრებულთა ვინაობის ცნობები.