იტალია უარს აცხადებს საქართველოს მანდატზე

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 6 აგვისტო, N173.

იტალიელების მოსვლის შესახებ

იტალიის მთავრობისგან ტელეგრაფით ცნობა არის მოსული იმის შესახებ, რომ იტალიის ჯარები ამიერ-კავკასიაში აღარ იქნებიან გამოგზავნილი.

ამასთანავე მტკიცდება იტალიის განზრახვა, რომ საქართველოს რესპუბლიკასთან დაიჭიროს რაც შეიძლება მჭიდრო ეკონომიური და კულტურული კავშირი.

ამ ურთიერთობის დამყარება დავალებული აქვს პოლკ. გაბბას მისიას, რომელიც ტფილისში ჩამოვა მომავალ კვირას.