გორის სატუსაღოდან 24 პატიმარი გაიქცა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 17 აგვისტო, N183.
იუსტიციის სამინისტროში
გორის საპყრობილეს უფროსი იუსტიციის სამინისტროს დეპეშით ატყობინებს, რომ 14 აგვისტოს გამთენიისას გორის საპყრობილედან გაიქცნენ ტუსაღები, რიცხვით 24 კაცი, რომელთაგან საპყრობილეს მცველებმა მოკლეს 2, 4 შეიპყრეს. დანარჩენებმა გაქცევა მოასწრეს. მიღებულია ზომები გაქცეულთა შესაპყრობათ. ამის გამო 15 აგვისტოს გორში საპყრობილეთა ინსპექტორი ყიფიანი გაიგზავნა.