სოხუმის ქალაქის საბჭო სხვადასხვა საკითხზე მსჯელობს

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 4 სექტემბერი, N197

მუნიციპალური ცხოვრება სოხუმის ქალაქის საბჭოში

1919 წლის აგვიტოს 9-ს შესდგა სოხუმის ქალაქის საბჭოს სხდომა, რომელმაც დაადგინა:

მოიწვიოს ანუას მაგიერ მის შემდეგ სიაში მომხსენებელი დ. გ. ჭანტურია, შვარცის მაგიერ ლ. ა. მეკლური და ბინის სამომრიგებლო კამერაში კინწურაშვილის მაგივრათ ი. მ. კედია.

1919 წ. 1 ივნისიდან მომატებული იქნას ფასი ელექტრონის განათებაზე: პირველი კათეგორიის 1 მ. 60 კ. კილოვ., მეორე კათეგორიის 1. მ 20 კ. კილოვ.

ეთხოვოს თვითმართველობას მიიღოს ყოველ-გვარი ზომები რათა ერთი თვის განმავლობაში მოეწყოს ქუჩების ნორმალური განათება.

მიენდოს ხალხის ჯანსაღობაზე მზრუნველ კომისიას, რათა მან თვითმართველობასთან ერთად დაადგინოს სასანიტარო გადასახადის რაოდენობა ორივე კათეგორიიდან და გაანაწილოს იგი ორივე კათეგორიის პირთა შორის.

მომრიგებელ მოსამართლეთა არჩევა გადადებულ იქნეს შემდეგ სხდომამდე და ეთხოვოს თვითმართველობას, თუ შესაძლებელია ამის შესახებ გამოაცხადოს ტფილისისა და ქუთაისის გაზეთებში.

მიენდოს თვითმართველობას შემდეგ სხდომისთვის შეიმუშაოს საბინაო განყოფილების მოწყობის საკითხი.

ეთხოვოს თვითმართველობას კერძო შემთხვევებში მიიღოს ზომები რათა ბინების რეკვიზიციის დროს დაცული იქნეს სამართლიანობა.