სუს-მა ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან რუსული ძალების უკანონო ფრენა დააფიქსირა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ფრენა შენიშნეს.
უსაფრთოხების სამსახური არ ასახელებს კონკრეტულ მონაკვეთსა და საფრენი საშუალების ტიპს, თუმცა აღნიშნავს, რომ შემთხვევის შესახებ გამოიყენეს „ცხელი ხაზი“ და რომ ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
უსაფრთხოების სამსახური დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ქართული მხარე ოქტომბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე ამ საკითხს მწვავედ კიდევ ერთხელ დასვამს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)