ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები გახარიას პრემიერად დანიშვნას ულოცავენ
ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა – დონალდ ტუსკმა და ჟან-კლოდ იუნკერმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცეს.
„მოუთმელად ველით თქვენთან მუშაობას ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართო მიზნების განხორციელების თვალსაზრისით“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.
მათ იმედი გამოთქვეს, რომ გახარია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს გაძლიერების კუთხით.
ტუსკმა და იუნკერმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ „ერთგულნი რჩებიან“ და კონფლიქტის რეგიონების მოსახლეობასთან კავშირების დამყარების თვალსაზრისით ახალი პრემიერის ძალისხმევას მხარს დაუჭერენ.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)