აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა.
„ველით თქვენთან თანამშრომლობას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა და სავაჭრო თანამშრომლობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე ადამიანთა შორის კონტაქტები და კულტურული გამოცდილების გაზიარება“, – ნათქვამია პომპეოს წერილში, რომელიც 24 სექტემბრითაა დათარიღებული.
„ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აშშ ერთგულია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომელიც „კიდევ ერთხელ დადასტურდა 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე და რომლის თანახმადაც, საქართველო ნატოს წევრი გახდება“.
ასევე ნახეთ:
- 28/09/2019 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის შესახებ;
- 24/09/2019 – ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები გახარიას პრემიერად დანიშვნას ულოცავენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)