საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 6.4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა. წინა თვეს ეს მაჩვენებელი 4.9% იყო. სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ კი – 1.7% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.7%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (14.6%), ტრანსპორტი (3.9%), დასვენება, გართობა და კულტურა (6.9%), ჯანდაცვა (4%).


ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.3%), განათლება (2.7%), საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (1.3%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.7%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)