სუს-ის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.
გიგა ნიკოლეიშვილი 2017-2019 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2016-2017 წლებში კი – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე იყო.
უახლოეს მომავალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელიც ეყოლება. ამ პოსტზე 7 ოქტომბერს მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად უწყების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა.
პარლამენტი საკითხს სავარაუდოდ მომავალ კვირაში განიხილავს. დეპუტატების მხრიდან ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)