სუს: ჩორჩანა-წაღვლის ტერიტორიაზე „ბორდერიზაცია“ გრძელდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჩორჩანასა და წაღვლის – მიმდებარე ტერიტორიებზე „აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს“, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება.
უწყების განმარტებით, უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.
სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ცხინვალმა ჯერ წნელისში მოაწყო საგუშაგო, შემდეგ კი, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და უკანონო სამუშაოების წარმოება განაგრძო.
თბილისის, მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლები სადავო საგუშაგოების საკითხს ტექნიკურ შეხვედრებზე განიხილავენ. 1 ოქტომბერს მხარეებმა მეხუთე ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა პოზიციების დაახლოება კვლავ ვერ მოხერხდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი –
- სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)