Conti International-ი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში დარჩენას არ ადასტურებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ამერიკული Conti International-ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის„ მიერ გუშინ მათ პროექტში დარჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და განმარტავს, რომ მათი პროექტიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება უცვლელია.
Conti International-ის მიერ 25 ოქტომბერს გვარცელებულ განცხადებაში განთქვამია, რომ ისინი ანაკლიის პორტის პრეოქტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს კვლავ გააგრძელებენ და კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე დატოვებენ, რომ პროექტის დასრულებას ზიანი არ მიაყენონ.
„Conti-ს ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის და მზად არის კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის კონსორციუმთან, მთავრობასთან და კრედიტორებთან, და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ“, – ვკითხულობთ Conti International-ის განცხადებაში.
Conti-ს განცხადებას გუშინ განცხადებითვე უპასუხა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმაა“ და განმარტა, რომ „ტრანზაქცია, რომლითაც კონტი ჯგუფი პროექტიდან უნდა გასულიყო, არ განხორციელებულა და იგი აქციონერად რჩება“.
კონსორციუმის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ Conti International-ი პროექტიდან გასვლის სურვილს იტოვებს, „მსგავსი ტრანზაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება“. „კონტი ჯგუფი კვლავაც მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აცხადებს, რომ მისი წარმატების სჯერა“, – აცხადებენ კონსორციუმში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომლის მთავარი პარტნიორი TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანიპორტის პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მშენელობის პირველი ფაზა გასული წლის შემოდგომაზე დასრულდა. მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ Conti International-მა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მას წილების გასხვისების საჭირო ტრანზაქცია ოქტომბრის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა. კონსორციუმმა მაშინ განმარტა, რომ ამერიკელი პარტნიორების გასვლა ანაკლიის პროექტს „კრიტიკულად არ დააზიანდება“. თუმცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონსორციუმს შუალედური ვალდებულების საფუძველზე მოსთხოვა, რომ მთავრობისთვის „უმოკლეს ვადებში“ პროექტში „დასავლური სტრატეგიული ინვესტორის“ მოზიდვის შესახებ გეგმა წარმოედგინა, რომელიც 42%-იანი წილის მქონე „კონტი ჯგუფს“ „იმავე მოცულობით“ ჩაანაცვლებდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა 15 ოქტომებრს ისე გაუვიდა, რომ ის ვერ შეასრულა. შედეგად, საქართველოს მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება მაინც არ შეწყვიტა და მას ინვესტორების მოსაზიდად ვადა წლის ბოლომდე დაუტოვა. კონსორციუმის ხელმძღვანელობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა 24 ოქტომბერს შედგა. მხარეების განმარტებით, შეხვედრაზე მათ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშრებუთლი საკითხები განიხილეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/10/2019 – Conti International-ი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება
- 16/10/2019 – მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება არ გაწყვიტა;
- 17/08/2019 – ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლას ეხმაურება
- 15/08/2019 – Conti International-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ტოვებს
- 06/08/2019 – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ხაზარაძესა და და ჯაფარიძეს უცხოელები შეცვლიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)