ორთა-ბათუმის მცხოვრებლები საქართველოს რესპუბლიკასთან შეერთებას მოითხოვენ
საქართველო. 1919 წლის 31 ოქტომბერი, N236
სოფელ ორთა-ბათუმის მცხოვრებთა დადგენილება
ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერთა სოფელ ორთა-ბათუმის მცხოვრებლებმა გავიგეთ, რომ ბათუმის ოლქის ქართველ მაჰმადიანთა ამა წლის 31 მარიამობის ყრილობაზე, რომელიც ქალაქ ბათუმში მოხდა, ჩვენ მიერ ამორჩეულ მეჯლისის დადგენილებას იმის იმის შესახებ, რომ სამაჰმადიანო საქართველო დედა-სამშობლო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უნდა შეუერთდეს, ზოგიერთი ბნელი პირები თურმე უნდობლობით ეპყრობიან და გაზეთებში პროტესტს აცხადებენ. ვიქონიეთ რა ამის შესახებ მსჯელობა, დავადგინეთ: სასტიკი პროტესტი გამოეცხადოს იმ პირებს, რომლებიც ჩვენ მიერ კანონიერათ ჩვენი სურვილით არჩეულ მეჯლისის დადგენილების წინააღმდეგნი არიან.
ჩვენ კი ყოველგვარი ზომები მივიღოთ მეჯლისის დადგენილების სისრულეში მოსაყვანად.
ხელს აწერს 61 წარმომადგენელი.