2019 წლის მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდამ 5.7% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მესამე კვარტალში 5.7%-ით გაიზარდა. შარშან ეს მაჩვენებელი 4% იყო.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2019 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა მას შემდეგ, რაც ივლისში 6.1%-იანი, ხოლო აგვისტოში 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, დამამუშავებელ მრეწველობაში.
კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.
2019 წლის პირველ ცხრა თვეში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა.
მთავრობა 2019 წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)